საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია - „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების თანამედროვე გამოწვევები“

2022 წლის 29-30 სექტემბერს, საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოების (ESIL), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და საერთაშორისო დაცვის ცენტრის (CPI, საფრანგეთი) ორგანიზებით, აკადემიკოსს ლევან ალექსიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია - „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების თანამედროვე გამოწვევები“ გაიმართა.

 

ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საკითხები განიხილეს 50-ზე მეტმა მონაწილემ მსოფლიოს 13 ქვეყნიდან, მათ შორის - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოქმედმა და ყოფილმა მოსამართლეებმა, პრაქტიკოსმა იურისტებმა, მეცნიერებმა და მკვლევარებმა. კონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში და პირდაპირ ეთერში ტრანსლირდებოდა მთელი პროექტის განმავლობაში.

 

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ აქ.

თარიღი: 02/10/2022